ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გავრცელდა
ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური rbb Inforadio ავრცელებს.
რადიოსადგურის ცნობით, Twitter-ში გამოქვეყნდა ტელეფონის ნომრები, მისამართები და ასევე, შიდაპოლიტიკური დოკუმენტები. გარდა ამისა გამოქვეყნებული იყო რამდენიმე პოლიტიკოსის პასპორტის ქსეროასელბი, ინფორმაცია მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების შესახებ და მიმოწერა ნათესავებთან.
თავდასხმა ბუნდესტაგის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეხო, გარდა “ალტერნატივა გერმანიისთვის”.