მაიკ პომპეო სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას ადასტურებს
აშშ-მა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა დაიწყო, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეარხ Newsmax-ის ეთერში ისაუბრა.
“ჩვენი დანაყოფები გამოდიან”,- განაცხადა მან.
მისი თქმით, ამერიკა საკუთარი მიზნების მიღწევას ახლო აღმოსავლეთში და კიდევ უფრო შორსაც განაგრძობს. ამასთან, მას სამხედროების გამოყვანის ვადები არ დაუკონკრეტებია.