ემუქრება თუ არა საქართველოს მასონიზმი – ქართველი თეოლოგის სკანდალური კვლევა
დღევანდელი პერსონა თეოლოგი დავით გელაშვილია. მან მრავალი წელი ერთ თემას – მასონური ორგანიზაციების კვლევას მიუძღვნა და ამ თემაზე ოთხი ტომი გამოსცა. ვფიქრობთ, ,,კვირას“ მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ამ თემაზე მისი მოსაზრებების გაცნობა.
– ბატონო დავით, თემა, რომელსაც წლებია, სწავლობთ და მასზე წიგნები გამოეცით, საქართველოში ნაკლებადაა ცნობილი…
– ამ თემაზე პირველი ოთხტომეული რომ გამოვეცი, – ეს იყო თავებად დაყოფილი წიგნი, სადაც მსოფლიოს საიდუმლო ორგანიზაციების განვითარების პერიოდიზაცია იყო მოცემული. ეს ძალიან რთული თემაა და საქართველოში, ფაქტობრივად, შეუსწავლელია. 70 – იან წლიანმა წითელმა კედელმა ეს თემა ჩაკეტა. მისტიკური ორდენები კი არა, იმ დროს, მართლმადიდებლური თემებიც კი დაბლოკილი იყო. საბჭოური რეჟიმის დანგრევის შემდეგ, მსოფლიო ინფორმაციულმა ტალღამ ქვეყანა წალეკა.
კედლის დარღვევამ რელიგიური სექტებიც წარმოშვა და ამან ქვეყანას ავნო, იმიტომ რომ არსებობდნენ ღვთისმეტყველებით შენიღბული რელიგიური ორგანიზაციები, მაგრამ დასრულდა 10 -წლიანი დეკადა, დღეს საქართველო უკვე ახლოს არის მასონურ სამყაროსთან და მის სუნთქვას გრძნობს.
– შეგიძლიათ, კონკრეტულად ახსნათ, რას გულისხმობთ ნათქვამში?
– დიახ, ისინი სულ ახლოს არიან, თანაც შენიღბულები, და ამას ხელი ინტერნეტის განვითარებამ შეუწყო, – ადრე თუ მათზე ინფორმაციას მტვრიანი ბიბლიოთეკების თაროებზე ეძებდნენ, ახლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელია მათზე ინფორმაციის მოპოვება, მათთან პირადი გასაუბრება და შეხვედრა.
90- იანი წლებიდან ისინი უკვე არ მალავენ თავის თავს, მათ ჩამოიხსნეს ნიღაბი. ძირითად ეტაპზე, რითიც მათი გაცნობა ხდებოდა,- ქველმოქმედება იყო, ანუ მათი პირველადი გაცნობა საქველმოქმედო დონეზე მოხდა. მასონები სხვადასხვა დიდი კომპანიის სახით, ინვალიდებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარებიან. მათი საშუალებით შეიქმნა ქალთა სხვადასხვა ორგანიზაცია, ამუშავდა სასწავლო – საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები. ძირითადად, ფილადელფიაში და ნიუ – ჯერსიში, ანუ ამერიკაში ეს ორგანიზაციები მაინც სწავლა – განათლებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამერიკიდან მერე გადმოვიდა საფრანგეთსა და ინგლისში და იქ დაიწყო მათი განვითარება. მათი დამსახურებაა ვაქცინაცია. ანუ ისინი გაცნობა – დაახლოებას ისევ და ისევ დამეგობრებით იწყებენ. ისინი მისტიციზმში შეზავებული პოლიტიკური სტრუქტურებია, რამაც შეიძლება ქვეყანა დააზიანოს. მთავარია ის, თუ როგორ დავხვდებით მათ.
მაგალითს მოვიყვან ისტორიიდან: ელცინის რუსეთი და დღევანდელი რუსეთი, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებაა. ის სხვა რუსეთია და ეს სხვა რუსეთია. დღევანდელი რუსეთის მეთაური იყენებს სტალინის 1924-1937 წლის პოლიტიკურ მეთოდებს, რომლის არსიც ,,მეხუთე კოლონის’’ წინააღმდეგ გამოსვლა იყო. ტროცკი იყო ამერიკული მასონური ორგანიზაციის, ლენინი, – გერმანული მასონური ორდენის წევრი. სტალინის დამსახურებაა, რომ მან ორივე ორდენის სუნთქვა იგრძნო და მის მიერ ,,მეხუთე კოლონის’’ გაუვნებელყოფა მოხდა, სტალინის დიქტატურამ რუსეთი ისევ მართლმადიდებლურ ქვეყნად დატოვა და არა ებრაულ სახელმწიფოდ, რაც ასე უნდოდა ტროცკის. ახლანდელი რუსეთის ლიდერი ახლოსაა იმ სტალინურ სტრატეგიასთან, მაგრამ მას ბოლომდე როგორ განახორციელებს, აი, ეგ უკვე არ ვიცი.
ეს ორდენები ებრაულ წიაღში ჩამოყალიბდა. ებრაელები იყვნენ მათი დამფუძნებლები და შემქმნელები. არის ასეთი აჟიტირებული თემა, როგორიცაა, სიონელი ბრძენკაცები, სწორედ მათ, სიონელ ებრაელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ცნობილი მსხვილი კორპორაციები,- გაჩნდა 12 გიგანტური ებრაული გვარი, რომელიც დღესაც მსოფლიო დონის ოლიგარქები არიან. ისინი მსოფლიო სავალუტო ამინდს ქმნიან. რუსეთი ახლა ხვდება, რომ ქართულმა ნიჭმა ის გადაარჩინა, რადგან რუსეთის ებრაელთა რესპუბლიკის შექმნის საშიშროება არსებობდა. –
– ბატონო დავით, ანტისემიტური განწყობილებები საქართველოში არასოდეს ყოფილა…
– აი, სწორედ ქართული ნიჭის დამსახურებით, აქ ეს არ გავიდა. ქართველები მგონი, იშვიათი ერი ვართ, რომელსაც ებრაულ ერთან 30- საუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს.
თვითონ საქართველო მათ უყურებდა სხვა კუთხით, გაიხსენეთ, კვართის ჩამოტანაც კი აქ ებრალების დახმარებით მოხდა, ფაქტობრივად, ებრაული სათვისტომოს მღვდელი კვართის ჩამოტანის ერთ- ერთი მონაწილე იყო. თან ერთიანი სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა და ლამის ერთ ერად ვიყავით ქცეული. თუ ძველ წლებს ავიღებთ, 1924 წელს საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმი იყო და ძალაუნებურად მოხდა ისე, რომ ქართულმა ინტელიგენციამ არ იცოდა მათზე, ისინი მიყვნენ საბჭოთა ტალღას. აქ მოგვარებული იყო ეს საკითხი მასონებთან, თანაც ჩვენ უკვე საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. ცნობილია, რომ სტალინის დიქტატურის დამყარებამდე, ლენინის ბოლშევიკურ მთავრობაში დაახლოებით 25 ებრაელი იყო, სტალინმა, ფაქტობრივად, მათგან გაწმინდა ქვეყანა და სხვანაირი, სამხედრო დიქტატი დაამყარა. უნდოდა თუ არა, იმ ტალღას მაინც აჰყვა საქართველო, რადგან ცალკე ვერ განვითარდებოდა.
ზვიადის მღელვარე გამოსვლებიდან ჩვენ ვიგებდით, რომ ისინი გვიტევდნენ, რომ რუსეთი და ამერიკა გვიტევდა. გამსახურდიამ ეს ძალიან კარგად იცოდა. მან იცოდა, რა იყო მსოფლიო საიდუმლო ორგანიზაცია, რა ისტორია ჰქონდათ მათ, რა როლი ეკისრებოდათ, ვინ იდგა მსოფლიო რევოლუციების უკან, შეიძლება ძალიან ადრე დაიწყო ამის აჟიტირება, მაგრამ პირველი იყო, ვინც ეს თქვა.
– როგორ ფიქრობთ, იმ წლებში ამგვარი ინფორმაციისთვის ქართული საზოგადოება მზად იყო?
– არ იყო მზად. წარმოიდგინეთ, გუშინწინ დაინგრა საბჭოეთი და უცებ ზვიადმა სრულიად მოუმზადებლად დაიწყო ამ თემაზე საუბარი. ქვეყანა იმ სუნთქვას ვერ აყვა, რადგან მან დროს გადაუსწრო. საქართველოსთვის ალბათ რთული იქნება ამ საშიშროების აღქმა, რადგან აქ უკვე, თქვენც ახსენეთ, არასოდეს იყო ანტისემიტიზმი…
რუსეთში და სხვა ქვეყნებში ებრაულ სექტებს ყოველთვის დევნიდნენ, – აქ მსგავსი რამ არ ხდებოდა, აი, ევროპაზე უფრო მეტი დაწოლა იყო და მათ სამაგიეროს გადახდა უნდათ. გაიხსენეთ, შავი ჭირის ეპიდემიაც საბოლოოდ ებრაელებს დაბრალდათ. ჩვენთან მათი ოლიგარქიულ სტრუქტურებში შემოსვლა არ ხდებოდა. შუა საუკუნეებში საქართველოს მათთვის არ ეცალა და მათაც არ ეცალათ საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრობდნენ და ჩვენთან ერთად განიცდიდნენ მონღოლების, სპარსელების, ოსმალების, ლეკების შემოსევას, ჩვენთან ერთად უძლებდნენ. ერთად ვცხოვრობდით: ქუთაისში, ფოთში, ონში, ახალციხეში, ქვემო ქართლში, და მეორე მსოფლიო ომში ქართველები და ქართველი ებრაელები ერთად წავედით, მერე კომუნისტურ მფარველობაში ერთად ვიყავით. ასე, რომ ებრაელების დევნა აქ არ ხდებოდა. ახლა კი საქართველო ცალკეა და ისინი თავის პოლიტიკას აქ მაინც გაატარებენ, თუმცა ასე მკვეთრად და უხეშად არ შემოვლენ, როგორც ამას სხვაგან აკეთებენ..
– თქვენ კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობთ?..
– მოგახსენებთ, ქვეყნებში მათი დახმარებით შევიდა ფსიქოტროპული იარაღები, ჩიპიანი პირადობები და ადამიანების დანომვრა, ევროპის ქვეყანაში ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ბავშვი იბადება, ჩიპკოდებს უყენებენ. საქართველოშიც უკვე შეიქმნა საშიშროება, რომ იგივე მოხდება. ამიტომ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ინფორმირებულები უნდა ვიყოთ და ქვეყანა მზად იყოს, რომ ამხელა ძალას, – და ეს არის ორგანიზებული სტრუქტურა, – სათანადოდ მომზადებული დავხვდეთ. მათ იციან, ვის რა ძალით შეეჯახონ. ჩეხებთან, სლოვაკებთან, ესტონელებთან, უკრაინელებთან, ეს ადვილია,- ქართველებთან უფრო რთული. ჩვენი ინფორმაციულობით თავდაცვის ინსტინქტებს გამოვიმუშავებთ. ეს პრობლემა აისბერგივითაა და აისბერგის ძირი ყოველთვის ათჯერ დიდია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს.
თეონა გოგნიაშვილი