შემოსავლების სამსახურის უფროსმა წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

31 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ლაშქარაძემ, უწყების მიერ 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 241 თანამშრომელს, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა გამოიჩინეს მადლობის სიგელები გადასცა.
ვახტან ლაშქარაძემ შეხვედრის მონაწილეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები