“სასამართლო სისტემაში არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც არც თავის დროზე და არც შემდეგ არ იყო უსამართლობის მსახური”

მე ჩემს განცხადებებში ვარ ძალიან მოზომილი და სასამართლო სისტემაში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც არც თავის დროზე და არც შემდეგ, არ იყო უსამართლობის მსახური, ამიტომ, ჩემი სამდურავი არ ეხება ყველას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელია იმედოვნებს, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ.
„იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებენ. ეს ჩვენ – პოლიტიკოსებს გვაქვს უფლება ვაკეთოთ პოლიტიკური განცხადებები. მე ჩემს განცხადებებში ვარ ძალიან მოზომილი და სასამართლო სისტემაში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც არც თავის დროზე და არც შემდეგ არ იყო უსამართლობის მსახური, ამიტომ ჩემი სამდურავი არ ეხება ყველას. შესაბამისად არც დისკრიმინაციული არ იქნება გამონათქვამი, როცა ვამბობ, რომ „ძალადობრივი რეჟიმის მსახური“ იმიტომ, რომ იყვნენ მოსამართლეები, ვინც დატოვა თანამდებობები და წავიდნენ, იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც გაყარეს იმიტომ, რომ არ იყვნენ რეჟიმის მსახური. ამიტომ ყველა ერთ ქვაბში ვერ იქნება მოხარშული,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები