პრეზიდენტმა საახალწლოდ პატიმარი ქალები შეიწყალა, მათ შორის ერთი ორსულია

საქართველოს პრეზიდენტმა წინასაახალწლოდ 3 მსჯავრდებული შეიწყალა. სამივე მათგანი ქალია, რომლებიც საპატიმროს დღესვე დატოვებენ. მათ შორის ერთ-ერთი ორსულია.
“რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.
სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები