ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წელი იყო ბევრი სირთულით აღსავსეც, თუმცა, იყო ძალიან ბევრი წარმატებაც

„მიმდინარე წელი იყო ბევრი სირთულით აღსავსეც, თუმცა, იყო ძალიან ბევრი წარმატებაც. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ მომდევნო წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული”, – ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2018 წელი.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოციალური მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კეთილდღეობის სტანდარტის ასამაღლებლად.
„ჩვენ გვჭირდება წინსვლა ყოველდღიურ რეჟიმში. არის უამრავი სირთულე, სოციალური მდგომარეობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების პირობები ჩვენს ქვეყანაში, ამაღლდეს კეთილდღეობის სტანდარტი, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები