რეგლამენტი უხეშად და ცალსახად დაირღვა” – ირაკლი კობახიძე გედევან ფოფხაძის არჩევის პროცედურაზე

ნებისმიერი იურისტი გაგცემთ პასუხს, რომ რეგლამენტი უხეშად და ცალსახად დაირღვა. ორჯერ ორი ოთხია, რაც წერია რეგლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.
„ნებისმიერი იურისტი გაგცემთ პასუხს, რომ რეგლამენტი უხეშად და ცალსახად დაირღვა. ორჯერ ორი ოთხია, რაც წერია რეგლამენტში. პირველი მოადგილის ერთ კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე, უმრავლესობის კვოტაზე ერთი კანდიდატურა სახელდება, კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს ოპოზიციის შემთხვევაში და ეს ნათლად წერია რეგლამენტში. ამის შესახებ იცის იმ იურისტმაც, რომელიც ახლა სხვანაირად საუბრობს. მაგრამ ვიღაცას დასჭირდა რეგლამენტის დარღვევა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი. ამასაც რეაგირება ექნება. რეგლამენტის დარღვევა გადაცდომაა და ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, რაც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. შეფასებისთვის მექანიზმები გვაქვს. ეს შეიძლება პარტიულ და პარლამენტის ჭრილში შეფასდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები