წელს, საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 631 ახალი შემთხვევა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, სულ საქართველოში 7434 აივ ინფიცირებული პირია რეგისტირებული.
მათ შორის 5564 – მამაკაცია, 1870 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1515 გარდაიცვალა.
30 ნოემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4550 (4019 + 526 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 47 (37 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
39.9 % (2967) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
46.4 % (3446) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
11.2 % (830) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.4 % (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია;
0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2719 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი);
სამეგრელოში 942 (აქედან ზუგდიდი – 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451);
აჭარაში 832 (ბათუმი – 533);
აფხაზეთში (472);
კახეთში (358)
ქვემო ქართლში (385);
შიდა ქართლში (278);
გურიაში (157);
ფოთში (110);
სამცხე-ჯავახეთში (106) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი.
მათ შორის 69 – ვაჟი, 40 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები