“ვერც ერთ მოსამართლეს იმის უფლებას ვერ მივცემთ, სააკაშვილის რეჟიმში დაგვაბრუნოს”

“ვწუხვარ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილი და ეკა ბესელია მოიხსენიეს და მე ობლად დამტოვეს, ეს ჩემთვის საწყენია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულება არა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმეა, არამედ ყველა მოქალაქის.
„თუ მართლმსაჯულება ცხრა წლის მანძილზე ადამიანებს თავისუფლებას, ქონებასა და სამართლის განცდას ართმევდა, არ უნდა ვთქვათ, რომ ეს წრის საქმეა და არა პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების? მოსამართლეს სასამართლო პროცესში არავინ უვარდება და ეს იმ პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომელთაც იბრძოლეს. ნურას უკაცრავად, ვერც ერთ მოსამართლეს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ სააკაშვილის რეჟიმში დაგვაბრუნოს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები