მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ 2018 წლის ანგარიში და 2019 წლის პერსპექტიული სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ეროვნული სასახლის დირექტორმა ისაუბრა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და სიახლეებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩატარებული საერთაშორისო თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ფესტივალის – „თაობის“ შედეგებზე, ეროვნული სასახლის ახალ მეთოდურ მიდგომებზე, პედაგოგების შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებაზე და სასახლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, სასახლის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს 2019 წელს დაგეგმილი სიახლეები, რომელთა შორის ყურადღება გამახვილდა სასახლის სრულ რეაბილიტაციაზე, ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის შექმნაზე, მედიასკოლისა და „შვიდკაცას“ მუსიკალური სტუდიის პროექტებზე.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს. შეხვედრის მიწურულს, სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს 2018 წელს გაწეული საქმიანობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები