Soft Eject-ის საახალწლო სოლოკონცერტი გაიმართება

28 დეკემბერს, 20:30 საათზე,  Tbilisi Event Hall-ში ჯგუფ Soft Eject-ის საახალწლო სოლოკონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტს მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“ პროექტით „ცოცხალი მუსიკის ტალღა“ წარმოადგენს.
გაატარე ზამთრის სუსხიანი დღეები შენთვის საყვარელ მუსიკასთან ერთად – Soft Eject ქართული ფოლკ-როკ ბენდია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა საქართველოში. 2017 წელს, 14-წლიანი პაუზის შემდე, ბენდი მსმენელის წინაშე ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე წარდგა და რამდენიმე სხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად Soft Eject ახალ ალბომზე მუშაობს და Tbilisi Event Hall-ში ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სიმღერებთან ერთად, ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს.
კონცერტის დაწყებამდე აკუსტიკური ლაივით წარდგება ქანთრი ჯგუფი Windshield.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები