ცუნამი ინდონეზიაში – დაღუპულთა რიცხვი 160-ს აჭარბებს

დამანგრეველ ცუნამს ინდონეზიაში მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 160-ს აჭარბებს, დაშავდა ათასამდე ადამიანი. მედიის ცნობით, არიან დაკარგულებიც.

ცუნამი, რომელიც ინდონეზიის კუნძულ სუნდა სტრაიტს დაატყდა თავს, მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც, თავის მხრივ, ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები