ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს -როგორია შედეგი (ფოტო)

ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შემოწმება გაფრთხილების გარეშე განხორციელდა და ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯი აიღეს. აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო. კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები