ახალციხეში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის სოფელ ბოლაჯურიდან იყო და ნაქირავებ ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ის ახალციხეში კვების ერთერთ ობიექტში მუშაობდა. დღეს სამსახურში უნდა მისულიყო და როცა არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს.

მათი თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  გარდაცვლილი სოფელში უკვე გადაასვნეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები