ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ბელგიის მთავრობის ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა პარლამენტის სხდომაზე გადადგომის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეარხი “RTBF” ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე, საპარლამენტო ფრაქციებმა მინისტრთა კაბინეტის მიმართ უნდობლობის ვოტუმის საკითხი შეიტანეს დღის წესრიგში. გასულ კვირას, თანამდებობა მთავრობის 5-მა წევრმა დატოვა. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია უმცირესობაში დარჩა.