იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, კომიტეტის 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.

„ჩვენი კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგი პრაქტიკა – სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე წინსწრებად განვიხილოთ გარკვეული მიმართულებები, სიახლეები და ინიციატივები გრძელდება და ამჯერად, წარმოგიდგენთ 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმას.

დღევანდელი შეხვედრის მიზანია გაჩვენოთ როგორია ჩვენი კონცეპტუალური ხედვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორი უნდა იყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა, განსაკუთრებით ახალი რეგლამენტის ამოქმედების ფონზე, რომელიც ბუნებრივად იწვევს განსხვავებულ პროცედურებს და განსხვავებულ მიდგომებს საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებს გააცნო კომიტეტის 2019–2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, ასევე კომიტეტის ანგარიშვალდებულებისა და კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

პრეზენტაციის შემდეგ, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები