მესამე მასივში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის, მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა კალოუბნის ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საგზაო სამუშაოების გარდა, კალოუბნის 32, 34 და 36 ნომრებში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის თანხა განსაზღვრულია და გზების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.
,,უკვე ცნობილია სამგორის რაიონის ის 50-მდე მისამართი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით რაიონის ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაზრდილია“, – ამბობს გიორგი დოხტურიშვილი.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც კალოუბნის ქუჩაზე ჩატარდა 70 000 ლარს შეადგენს და მას სამგორის რაიონის გამგეობა აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები