ჩინეთში მომხდარმა ხანძარმა 11 ადამიანი იმსხვერპლა
ჩინეთის ჰენანის პროვინციაში ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძარი დღეს დილით მოხდა, როდესაც კომპანია “Huahang Xiandai Nongmu”-ის კუთვნილ ქარხანაში ხანძარი გავრცელდა, სადაც 11 თანამშრომელი იმყოფებოდა.