ბარბარობასთან დაკავშირებით, ისნის რაიონში ღონისძიებები გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ბარბარობასთან დაკავშირებით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში ღონისძიებები გაიმართა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ღონისძიება მოსახლეობის დიდი სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა.
,,ჩვენ უბანში წმინდა ბარბარეს სახელობის ორი უძველესი ტაძარია. სწორედ ერთ-ერთთან შევიკრიბეთ დღეს. უბანს აქვს დიდი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ამ დღეს ყველანი ერთად, ტაძარში მოსვლითა და ლოცვით აღნიშნავენ. როგორც ცნობილია, წმინდა ბარბარე ბავშვების შემწეა და გადაწყდა, რომ სწორედ ამ ადგილზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი კუთხე და ატრაქციონები მოგვეწყო. ასევე, ღონისძიების ფარგლებში სკვერში უფასოდ გაიცემა ტკბილეული. მზადდება ლობიოც, რომელიც ბარბარობის დღისთვის ტრადიციული კერძია,“ – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები კომპანია ,,დირსი“, ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ინიციატორი“ და პარლამენტარი ივანე ზარდიაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები