ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილს: თქვენ გაქვთ ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლწევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის განხილვის დაპირისპირება მოჰყვა.
ერთმანეთს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი და საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დაუპირისპირდნენ.
კამათი საკითხის გადადებაზე მსჯელობას მოჰყვა. ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ მის მიერ ინიცირებული საკითხის კენჭისყრაზე გატანა სურდა, თუმცა საბჭოს წევრებმა მისი პოზიცია არ გაიზიარეს და ინიციატივას კენჭი არ უყარეს.
„ამ სივრცეში თქვენ გაქვთ ვლადიმერ ჟირინოვსკის ფუნქცია, საინტერესო არ ხართ“ – ასე მიმართა ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს.
რასაც, მეთოფიშვილის რეპლიკა მოჰყვა:
„კრიტერიუმების გარეშე თქვენი ამ დარბაზში შემოყვანა იყო ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – ასე უპასუხა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს.
საბოლოო ჯამში საკითხი ღია დარჩა. გამოიტანს თუ არა კიდევ ერთხელ ჯანეზაშვილი აღნიშნულ საკითხს მომდევნო სხდომებზე, ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები