პოლიციამ დავით კირკიტაძე დააკავა

სამართალდამცველებმა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს.
დღეს დილითან კირკიტაძის სახლთან მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და პარტიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ველისციხეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ფიგურანტი დავით კირკიტაძე იყო.
შს მინისტრის მკოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა გუშინ თუ რა მოქმედებებს ახორციელებდა დავით კირკიტაძე, გასაკვირი არ უნდა იყოს თუ რატომ ინტერესდება გამოძიება მისით.
„ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები