“მხოლოდ ორ ფოტოს დავდებ, იმ ბიჭის გადაღებულს, მოღალატედ რომ შერაცხეს მერე”-ხორგუანი “ნაცმოძრაობას” 7 ნოემბერსა და 26 მაისს ახსენებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორის ხატია დეკანოიძის მიერ ველისციხესთან განვითარებული პროცესებისა და სამართალდამცველების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს უფლებადამცველი სოფო ხორგუანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
სოფიო ხორგუანი 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების ამსახველ ფოტოებს, შესაბამის პოსტთან ერთად აქვეყნებს.
“შსს აკადემიის ყოფილ რექტორს უწუწუნია მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესთან, პოლიციის ეს რა სისასტიკე ნახა ჩვენმა თვალებმაო. 7 ნოემბერს “ურიას ბოზებო”-ს რომ ყვიროდნენ, 6 მაისს “მიშა, მიშა”-ს და 15 ივნისს სახალხო დამცველის თანამშრომელი გალახეს სხვებთან ერთად და კამერები მოსტაცეს ჟურნალისტებს, არ გავიხსენებ. არც 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციისას მოკლული და სახურავზე გადამალული ორი მოქალაქის სახელსა და გვარს გავიხსენებ. ბევრი შემიძლია გავიხსენო, როგორც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, მაგრამ მხოლოდ ორ ფოტოს დავდებ, იმ ბიჭის გადაღებულს, მოღალატედ რომ შერაცხეს მერე.
მჟავა რომ ამოწვავს ყველა წინაღობას და გზას იკაფავს, ასე სურთ თავისთვის იმ ფუფუნების დაბრუნება, ხელისუფლებაში ყოფნით რომ მოიწყვეს. დამანგრეველი ძალა ნამდვილად ჰქონდათ, მშენებლებად ვერ შედგნენ. ის ძალაც დაკარგეს და მატყუარა და უტიფარი წვრილმანი ხულიგნები შეგვრჩა ხელში ოპოზიციის ნაცვლად. სამწუხაროა.
p.s. 2007 წელს დიდი რვიანის შეხვედრა იყო გერმანიაში, მწვანე აქტივისტებმა აქცია მოაწყვეს, 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა და რამდენიმე მომიტინგე. ასეთ ქვეყანას თუ მოვესწარი, პოლიცია თმენის ვალდებულებას იცავდეს, მაშინ ვიხუმრე და აჰა, მოვსწრებივარ და ეგაა”, – წერს სოფიო ხორგუანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები