ბათუმში ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოტოციკლი ჯიპის ტიპის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. ის, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე იყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები