საბერძნეთში ტელეარხის შენობასთან აფეთქება მოხდა

საბერძნეთში, ათენში, ტელეარხ Skai TV-ს შენობასთან აფეთქება მოხდა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ხელნაკეთი მოწყობილობა წუხელ 2:35 საათზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად შენობის პირველი და მეორე სართული დაზიანდა, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აფეთქებამდე 45 წუთით ადრე გამაფრთხილებელი ზარი პორტალ “Zougla”-სა და ტელეარხ “Antenna”-ს რედაქციებში განხორციელდა. პოლიციამ რაიონის ბლოკირება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები