ლაშა ჟვანია: პრეზიდენტი თანამშრომლებს გამოსაცდელი ვადით შეარჩევს

ლაშა ჟვანია, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს დაიკავებს, აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გუნდის შემადგენლობის შესახებ განცხადებას კვირის ბოლომდე ან მომავალი კვირის დასაწყისში გააკეთებს.
„კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან – მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდის შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას ექნება შეთავაზება, ერთად ექვსი თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ, ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები