გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილისგან დეზინფორმაცია, პროპაგანდა, სიცრუე მოდის

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს, ძალიან ვწუხვარ, მათი მხარდამჭერების სახელითაც, იმიტომ, რომ საკმაოდ დესტრუქციულ ქმედებებს ჩადიოდნენ ისინი, – ამის შესახებ ანალიტოკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეიცაზე განაცხადა.
აბაშიძის თქმით, გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, ოღონდ ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს.
„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე საქართველოს ისტორიაში, შედგა პრეზიდენტის ინაუგურაცია, პირველი ქალბატონის, არჩეული პრეზიდენტის. ძლივს მივაღწიეთ დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში იმას, რომ ერთმა პრეზიდენტმა მეორეს მშვიდობანად გადააბარა ხელისუფლება და ეს ნაკლებად პომპეზურად, ლამაზად ,ორგანიზებულად ჩატარდა. რაც შეეხება „ნაციონალური მოზრაობის“ ქმედებებს ,ძალიან ვწუხვარ მათი მხარდამჭრების სახელითაც, იმიტომ, რომ საკმაოდ დესტრუქციულ ქმედებებს ჩადიოდნენ ისინი გუშინ, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს , რომ არ ჩაეშალათ ინაუგურაციის ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი ცერემონია. იყო დაპირისპირება და სამწუხაროა , რომ იქ დაშავდნენ პოლიციელები. ვისურვებდით, რომ ყველამ აგოს კანონის წინაშე პასუხი, იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტივისტი , ყოფილი დეპუტატი , მოქმედი თუ ასე შემდეგ . იქ იყო მეორე ძალიან სამარცვხინო ფაქტი, როცა თავს დაესხნენ ქალბატონი დეპუტატების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მანქანას. ქალბატონი ქაცარავა, ხულორდავა და გოგუაძე ისხდნენ იმ მანქანაში, დაამტვრიეს მანქანა, როგორც შემდეგ გაირკვა ბატონი ბარამიძე და გოცირიძე მდგარან და არ ჩაერივნენ ამ უკანონო ქმედებაში. ეს აბსოლუტურად დასაგმობი და მიუღებელია.
რაც შეეხება კარვებს – გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, აქვთ საშუალება, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ “- განაცხადა აბაშიძემ.
გია აბაშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მომხდარი მოვლენები შეაფასა.
„ 2003 წლის კადრები გამახსენდა, როგორ კეტავდნენ კახეთიდან თბილისში მომავალ გზას, ზუსტად ასეთი კორუმპირებული, თავზენამუსაღებული, თავზეხელაღებული ე.წ. პოლიციელები“ – განაცხადა სააკაშვილმა.
„რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას – სააკაშვილი აბსოლუტურად არაადეკვატურია ბოლო კვირების , თვეების, თუ უფრო დიდი ხნის განმავლობაში . ხან დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს შეიარაღებულ ძალებს და პოლიციელებს, ხან შეურაცხყოფას აყენებს, ხან აქეზებს მის მხარდამჭერებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას. მან განაცხადა, რომ, თურმე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, რომელიც თავის დროზე მისი მეგობარი იყო, 5 წლის წინ ამას ამბობდა , სადაც ფულს აძლევენ, იქ ჩადისო. როგორც გუშინდელი ფრანგული გამოცემა „ლე პარიზიე „ ამბობს, პრეზიდენტმა მაკრონიმ სთხოვა სარკოზის, რომ ჩასულიყო და საფრანგეთი წარმოედგინა საქართველოს როეზიდენტის ინაუგურაციაზე
რას ვხედავთ, – დეზინფორმაცია, პროპაგარნდა, სიცრუე მოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან და მისი რიგითი მხარდამჭერებისგან“- განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები