გიორგი ვოლსკი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბელარუს კოლეგას, ბელარუსის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საპარლამენტო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რასაც ორივე მხარე მიესალმა და აღნიშნულ თანამშრომლობას პოზიტიური შეფასება მიეცა. მარიანა სჩიოტკინა გუშინ, თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო. მან ბელორუსი ხალხის და ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გადმოსცა მილოცვა გიორგი ვოლსკის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები