ბოლნისის მუნიციპალიტეტი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში მონაწილეობას იღებს
მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა.
წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი – ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტებს შეაფასებს.
2017-2018 საკონკურსო წლისთვის შერჩეულ თემები გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და სამოქალაქო ჩართულობა გახლდათ.
კონკურსში 24 მუნიციპალიტეტი 35 პროექტით მონაწილეობს. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით ბოლნისის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო
19 დეკემბერს გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით – „კარგი მაგალითი გადამდებია“. კონფერენციის დასასრულს დაგეგმილია საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.