მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები” საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დემონსტრაცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პარიზის ცენტრალურ ნაწილში ორი ათასზე მეტი აქტივისტია შეკრებილი, რაც გასულ კვირას ჩატარებული მასშტაბური დემონსტრაციის დილის საათების მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის 50-მდე აქტივისტია დაკავებული. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა ელისეის სასახლესთან მისასვლელი გზები გადაკეტეს. დახურულია მეტროს 40-მდე სადგური და ქალაქის ცენტრალური ნაწილში არსებული საავტომობილო გზების ნაწილი.
ცნობისათვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასობრივი აქციები ხუთი კვირის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები