“თელავში რეპეტიციისას მინები ერთ სახლში ჩაიმსხვრა-ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს”

თელავში საინაუგურაციო რეპეტიცისას ქვემეხებიდან გასროლისას სოფელ კურდღელაურში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლის მინები დაზიანდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ ძლიერი ხმა დაახლოებით 16:00 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა.
ვითარებას თელავის მერის წარმომადგენელი სოფელ კურდღელაურში მიხეილ ეგიდუნაშვილი გაეცნო.
როგორც მან „კვირას“ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზიანებულია რამდენიმე სახლის ფანჯრის მინები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ერთადერთი საცხოვრებელი სახლის მინებია დაზიანებული. მინები მჭიდროდ არ იყო ჩასმული და მარტივად დაზიანდა. ქვემეხებთან გაცილებით ახლო მდებარე სახლების მინები არ ჩამსხვრეულა. ადგილზე გავეცანით ვითარებას. რა თქმა უნდა, ავუნაზღაურებთ ზიანს. არაფერი საგანგაშო არ არის, რატომ ქმნიან პანიკას არ ვიცი“, – განაცხადა მიხეილ ეგიდუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები