სომხეთში, რუსმა სამხედრომ ქალი ცემით მოკლა – ბრალდებული დაკავებულია
სომხეთში, ქალის სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო დააკავეს, – მომხდარის შესახებ ინფორმაციას სომხეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
სისხლის სამართლის საქმე ფაქტთან დაკავშირებით 3 დეკემბერს აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის მეეზოვე ქალი გიუმშირში 2 დეკემბერს დილით სცემეს. ის მიყენებული ტრავმებისგან საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
სომხური მედია იტყობინებოდა, რომ შესაძლოა მკვლელობასთან რუსი სამხედრო პირი ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც გიუმრის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. აღნიშნულთან დაკავშირებითაც 3 დეკემბერს რუსულმა საელჩომ სომხეთში უკმაყოფილება გამოთქვა.
“გამოვხატავთ შეშფოთებას ამ დონის არაპროფესიონალიზმთან დაკავშირებით მედიის მიმართ, როდესაც ისინი სრულიად უგულებელყოფენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ეს უპასუხისმგებლო საქციელია”,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.