თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის შეფერხების გარეშე მუშაობას. როგორც აეროპორტის პრესამსახურში აცხადებენ, რეგისტრაცია უკვე დაიწყო სტამბოლის მიმართულებით. ასევე, თუ ამინდი არ გაუარესდა, გადადებული რეისები დღის განმავლობაში შესრულდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ცოტა ხნის წინ თვითფრინავი ერევნიდანაც მიიღო. “პეგასუსის” ლაინერი სტამბულიდან არ გამოფრინდა, ხოლო ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავი უკან, სტამბულში დაბრუნდა. თბილისიდან ანკარაში გადაფრინდა და მიუნხენში დაბრუნდა ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” რეისიც. გადაიდო ის რეისებიც, რომლებიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო შეგახსენებთ, უამინდობის გამო ოთხი ავიარეისი ვერ შესრულდა, ნისლმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაში შეფერხებები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები