“არის მცდელობა, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება”

0

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაშია იმ რეფორმის სულისკვეთებასთან, რაც პოზიტიურად იყო შეფასებული.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად კონსტიტუციის და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ინიცირებული კანონპროექტი. საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში. ჩემი აზრით, აღნიშნული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არის როგორც არაკონსტიტუციური, ასევე წინააღმდეგობაში მთელ იმ რეფორმის სულისკვეთებასთან, რაც პოზიტიურად იყო შეფასებული”, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.

კომენტარები

კომენტარი