სერგი კაპანაძე: 2019 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებული არ არის

0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებული არ არის, რაც მისივე თქმით, მმართველი გუნდის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.
„ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი. არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ამ ბიუჯეტის ათვისება არ ხდება და ყოველი წლის ბოლოს 200-250 ლარი რჩება მაშინ, როცა ეს ფული შეიძლება ბევრი მიმართულებით ყოფილიყო გამოყენებული. ბიუჯეტის პროექტის მიღებაც ვერ მოახერხეს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორი ჩამოშლილია სისტემა და როგორი უპასუხისმგებლობა აქვს „ქართული ოცნების“ წევრებს. ეს არის სახე ლეგიტიმურობას მოკლებული ხელისუფლებისა”, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისათვის, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, თუმცა საკითხს კენჭი კვორუმის არ არსებობის გამო ვერ უყარეს.

კომენტარები

კომენტარი