ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა წმენდის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში აღდგება”,- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.