საპარლამენტო უმცირესობა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. კაპანაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის წინაშე არსებულ არცერთ მთავარ გამოწვევას არ პასუხობს
„ბიუჯეტის პროექტი არ პასუხობს არცერთ მთავარ გამოწვევას, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ნათლად ვხედავთ, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისთვის არანაირი შეღავათი არ არის გათვალისწინებული. ასევე, ჩადებულია გაზრდილი ფასები და ინფლაცია“, – განაცხადა კაპანაძემ
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან