ნუკრი ქანთარია: თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს და „ნაცმოძრაობის“ აქციასაც გადაიტანს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ყიზილბაშები, ლეკები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასაც გადაიტანს. როგორც მან აღნიშნა, აქცია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა.
„სხვაობა ორი პროცენტი რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათია, ოცამდეა. თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა”, – განაცხადა ქანთარიამ.
როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს.