მარგველაშვილი ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებ ყოფილ პრემიერმინისტრს და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალებას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლისა გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები