„შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, რითაც სახელმწიფომ ვალდებულება აიღო გაატაროს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომები, რომლებიც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. ამჟამად შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი დგას დღის წესრიგში, რომლის თაობაზეც იმსჯელეს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, „ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარება და მისი ამოქმედება უკეთ უზრუნველყოფს როგორც კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას, ასევე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ეს იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის თვისობრივად ახალი, უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მთავრობასთან ერთად სამუშაო პროცესში განვიხილოთ წარმოდგენილი ოქმი, რათა საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში რატიფიცირებისათვის დახვეწილი დოკუმენტი შემოვიდეს“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები