“2019 წელს 6 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება”

„2019 წელს დაიწყება 6 ახალი სკოლის მშენებლობა და დაახლოებით 15 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
„ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლება, აშენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი და მოხდება სკოლის მოსწავლეების სკოლამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება; დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება შობადობის წახალისების კიდევ უფრო მასშტაბური მექანიზმები; მთაში ახალგაზრდების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით 2019 წელს შემუშავდება და დაინერგება სპეციალური პროგრამები”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მთის დასახლებებში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა.
„დაინერგება მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემები; მოხდება მუნიციპალური ვებგვერდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული საშუალებების განვითარება; გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები