თოფურიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა (ვიდეო)

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„ვაშლიჯვარში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თოფურიძის ქუჩა ძალიან დაზიანებული იყო. შესაბამისად, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მომავალშიც განაგრძობს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 586 121 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები