კობა დავითაშვილის ადვოკატი: არ შეიძლება აზრისთვის ვინმეს დევნიდნენ

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის ადვოკატი გიორგი ჭიტაძე აცხადებს, რომ დავითაშვილის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის მისამართით მხოლოდ აზრის გამოხატვა იყო და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია.
როგორც ის განმარტავს, დავითაშვილის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის მისამართით მხოლოდ აზრის გამოხატვა იყო.
„რა თქმა უნდა, ეს იყო აზრის გამოხატვა. აზრი არ ნიშნავს იმას, რომ წინადადება უნდა იწყებოდეს სიტყვებით – ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით. როცა პოლიტიკოსი გარკვეულ განცხადებას ავრცელებს, იგულისხმება, რომ ეს მისი მოსაზრებაა. სხვა საკითხია, ეს მოსაზრება რას ეყრდნობა. 10-ზე მეტი ვიდეო რეპორტაჟი გვაქვს სასამართლოში წარმოდგენილი, რომელთა გამოკვლევაც მოხდება, სადაც ზუსტად ფაქტებზე იყო საუბარი. კობა დავითაშვილის განცხადება უნდა მივიჩნიოთ მოსაზრებად და მისი აზრის გამოხატვად. არ შეიძლება აზრისათვის ვინმეს დევნიდნენ”, – განაცხადა გიორგი ჭიტაძემ.
დღევანდელ სხდომას თავად კობა დავითაშვილი არ ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა განაცხადა ის სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა.
პაატა ბურჭულაძე დავითაშვილისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის ოდენობით მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები