„ქალბატონი ლალი ცრუობს“, – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მოროშკინას სახელფასო ამონაწერს აქვეყნებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ლალი მოროშკინას საპასუხოდ მის სახელფასო ამონაწერს აქვეყნებს, სადაც მის ანგარიშზე თანამდებობრივი სარგოსა და პრემიის ოდენობა ფიქსირდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ მოროშკინა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის პრემიას არ იღებდა და უარს ამბობდა სახელფასოს დანამატზე.
რაც შეეხება მოროშკინას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპარტამენტში სოციალური მიმართულება არ მუშაობს, უწყებაში ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულება უბრალოდ არ შედიოდა მოროშკინას კომპეტენციაში.
“სოციალური მიმართულებით აქტიურად მუშაობს დეპარტამენტი, შემუშავებულია 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. რაც შეეხება ღონისძიებებს, ინტენსიურად მიმდინარეობს კულტურული, სპორტული თუ ინტელექტუალური ღონისძიებები დაწესებულებებში, ასევე ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი. რაც შეეხება დაზღვევის საკითხს, „ბიუჯეტის შესახებ“ კანონით რეგულირდება, რომ დაზღვევის თანხა შრომის ანაზღაურების მუხლიდან ვერ გაიცემა. ასევე წინა წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადატანა მომდევნო წლის ბიუჯეტში არ შეიძლება. სადაზღვეო კომპანიის შერჩევა მოხდა „სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით და ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი დაზღვეულია“, -აცხადებენ დეპარტამენტში.

1

2

3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები