გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისივე თქმით, გარე აქტორები უკვე ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფების ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ არსებობს.
„მე მართლა მგონია, რომ ეს პერიოდი არის გარე აქტორების მხრიდან საბოლოო მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამ დანაყოფების ხელისუფლებაში მობრუნება. ეს იქნება ბოლო მცდელობა და ასევე უსუსური. დარწმუნებული ვარ გარედანაც ხედავენ იმას, რომ ამის არანაირი შანსი არ არსებობს.
არჩევნების შედეგებით კიდევ ერთხელ დაინახავენ ქვეყნის გარეთ აქტორები და დასავლური საზოგადოება იმას, თუ ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მერე ევროკავშირთან და აშშ-თანაც ურთიერთობების დათბობის პროცესი ძალიან დინამიკურად განვითარდება“, – აღნიშნა კახიანმა.