„ახალგაზრდა ადვოკატების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ზურა ახობაძე უხელმძღვანელებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ზურა ახობაძე უხელმძღვანელებს. იგი ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდს 2018 წლის დეკემბერში შემოუერთდა. სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. გააჩნია გამოცდილება სამართლისა და საზოგადოების აქტუალურ საკითხებზე მომზადებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, მოხალისეობრივი საქმიანობის, პროექტების განხორციელებისა და მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირების მიმართულებით.
2018-2017 წლებში, ზურა ახობაძე მონაწილეობდა საერთაშორისო და რეგიონალური პროექტებში ისლანდიაში, საფრანგეთსა და ბაქოში, რომელიც შეეხებოდა გენდერულ თანასწორობას, საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, გაერო-ს მოდელირებას. მოდელირების არაერთ საგანმანათლებლო პროექტსა და ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობდა 2016-2015 წლებში საქართველოში, რომელიც ჩაატარა სხვადასხვა ორგანიზაციამ. ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების რესოციალიზაციისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ პროექტს. ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, განხორციელებული აქვს სოციალური მნიშვნელობის პროექტები: ,,სოციალური სკივრი“, „მომავლის ხეივანი“ და სხვა.
ზურა ახობაძე ორგანიზაციაში უზრუნველყოფს სხვადასხვა კომუნიკაციური აქტივობების – შეხვედრების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების, საჯარო აქტიურობების დაგეგმვას, კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, საპროექტო წინადადებებზე მუშაობას, ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას, სტრატეგიული სამართლწარმოების მხარდაჭერას, ორგანიზაციის საქმიანობის საზოგადოების წინაშე წარდგენას. ორგანიზაციას წარმოადგენს მედიასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდებთან, კერძო და საჯარო სექტორთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობის დროს.
ზურა ახობაძე ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები