მოქალაქეებს, რომელთა მონაცემებიც vali.ge-ზე ატვირთულია, ვალები უკვე ჩამოეწერათ

ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა vali.ge-ს შესახებ განმარტებები გააკეთა. ჩხეტიანის თქმით, იმ მოქალაქეებს, ვისი მონაცემებიც საიტზეა განთავსებული, ვალები უკვე ჩამოეწერათ.
“თუ ადამიანი შევა საიტზე და ნახავს თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობს და მისი ვალის ჩამოწერა უკვე განხორციელდა. მას არანაირი ქმედება, ჩაწერა, რეგისტრაცია ან სადმე მისვლა აღარ სჭირდება“, – განაცხადა ჩხეტიანმა
ჩხეტიანის თქმით, გუშინ საიტზე განთავსდა ინფორმაცია, დაახლოებით, 409 ათასი მოქალაქის შესახებ, პროცესი კვლავ გრძელდება და ეტაპობრივად ემატება სიები.
“პროცესი გრძელდება. ეტაპობრივად ემატება ახალი სიები. ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს უახლოეს პერიოდში თავისი მონაცემების გადამოწმებას. თუ ვერ ნახავს თავის თავს სიაში, ესე იგი, ვერ მოხვდა პროგრამაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები