„დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად რჩება ყოველთვის“-ნათელაშვილი ივანიშვილს სამძიმარს უცხადებს

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
„დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად და შეუცვლელ ღირებულებად რჩება ყოველთვის. სამძიმარს ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, საჩხერეში, 96 წლის ასაკში, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები