„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ“

განათლების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უკანასკნელ პერიოდში ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მიაწოდოს სრული დოკუმენტაცია და აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა! არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე!“, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებებისგან, თუმცა, მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო ისეთი სახე, რაც აზიანებს სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები