“ჩერნოვეცკის” ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლს სტუდენტები ესტუმრნენ
“ჩერნოვეცკის” ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლს სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ და ბავშვებისათვის წარმოდგენა გამართეს.
„ერთად მომავლისკენ“ კოლეჯის სტუდენტის ემილი გამბაროვას პროექტია, რომელმაც მოზარდებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ბავშვეი ახალგაზრდა მსახიობებმა ჯადოსნურ სამყაროში „მიიპატიჟეს“… ბავშვები თავად მონაწილეობდნენ წარმოდგენაში, რომლის დამთავრების შემდეგ „სცენიდან“ მსახიობებს დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ.
„ეს ბავშვები პატარა ანგელოზებივით არიან, ძალიან სუფთა და უცოდველი. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვები, უნდა გავაერთიანოთ ძალები და ავიღოთ მათზე მზრუნველობა, მოვეფეროთ ბავშვებს და მომავლის იმედი ჩავუსახოთ“, – განაცხადა ემილი გამბაროვამ.
„ჩერნოვეცკის“ ფონდი ადმინისტრირებას უწევს 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლს, სადაც 26 მოზარდი ცხოვრობს.
R